21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი | ნიდერლანდებმა შვედეთი დაამარცხა და ამით საქართველოსაც დაეხმარა #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი | ნიდერლანდებმა შვედეთი დაამარცხა და ამით საქართველოსაც დაეხმარა #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში, სადაც საქართველო თამაშობს, შვედეთმა საკუთარ მოედანზე ნიდერლანდებს უმასპინძლა და 2:4 წააგო. ეს შედეგი საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ ძალიან დაეხმარება.

ნიდერლანდების თავდამსხმელმა, სონტიე ჰანსენმა 36-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 3 წუთში უკვე შვედეთის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა, ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ალკმაარის“ თავდამსხმელმა, რუბენ ვან ბომელმა შვედეთის 21-წლამდელების კარი ორჯერ აიღო (64, 90+7), ერთიც ნოა ოჰიომ (90+2) გაიტანა, შვედეთის ნაკრების მხრიდან კი თავი ნოა პერსონმა (90+5) გამოიჩინა.

C ჯგუფში შვედეთი 7 ქულით დარჩა და ვერ დაეწია საქართველოს ნაკრებს, რომელმაც 10 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა.

1. ნიდერლანდები 6 18ქ.

2. საქართველო 5 10ქ.

3. შვედეთი 5 7ქ.

4. მოლდოვა 5 6ქ.

5. ჩრდ. მაკედონია 4 3ქ.

6. გიბრალტარი 5 0ქ.