U21 I ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს შეხვდება #1TVSPORT
U21 I ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს შეხვდება #1TVSPORT

ევრო 2023-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება – ეს C ჯგუფში გამართული ბოლო ტურის შემდეგ გახდა ცნობილი. ისრაელის ნაკრები ბოლო ტურის წინ (1 ქულით) გერმანიასთან ერთად ბოლო ადგლზე იყო, მაგრამ ბოლო ტურში ჩეხეთის ნაკრები ომრი განდელმანის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

A ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს „დინამო არენაზე“ პირველ ივლისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩი „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ მაყურებლის ინტერესი გაითვალისწინა.

C ჯგუფში პირველ ადგილზე კი ინგლისი გავიდა, რომელიც 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალაის დაუპირისპირდება.