U21 I ცნობილია ინგლისის ნაკრების განაცხადი საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
U21 I ცნობილია ინგლისის ნაკრების განაცხადი საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის #1TVSPORT

ინგლისის U21 საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლი კარსლიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7-დან 10 ივნისის ჩათვლით „წმინდა ჯორჯის პარკის“ ბაზაზე გაივლის. ინგლისელები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფებიან და თავის შეხვედრებს ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარებენ. საბოლოო განცხადს კი კარსლი 14 ივნისს გამოაქვეყნებს.

ინგლისის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ჯოშ გრიფიტსი („ვესტ ბრომვიჩი“), კარლ რაშვორსი („ბრაიტონი“), ჯეიმს ტრაფორდი („მანჩესტერ სიტი“), ენტონი პატერსონი („სანდერლენდი“).

მცველები: მაქს აარონსი („ნორვიჩი“), ჯარად ბრატვაითი („ევერტონი“), ლევი კოლვილი („ბრაიტონი“), ჩარლი კრისველი („ლიდსი“), ლუის ჰოლი („ჩელსი“), ტაილორ ჰარვუდ-ბეილსი („მანჩესტერ სიტი“), ჯედ სპენსი („ტოტენჰემი“), ლუკ ტომასი („ლესტერი“).

ნახევარმცველები: ტომი დოილი („მანჩესტერ სიტი“), ჰარვი ელიოტი („ლივერპული“), ჯეიმს გარნერი („ევერტონი“), კერტის ჯონსი („ლივერპული“), ჯეიმს მაკტი („მანჩესტერ სიტი“), ჯეიკობ რემზი („ასტონ ვილა“), ოლივერ სკიპი („ტოტენჰემი“).

თავდამსხმელები: მორგან გიბს-ვაითი („ვულვზი“), ემილ სმიტ როუ („არსენალი“), ნონი მადუეკე („ჩელსი“), კამერონ არჩერი („ასტონ ვილა“), ენტონი გორდონი („ნიუკასლი“).

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ინგლისის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 22 ივნისს, ბათუმში ჩეხეთთან გამართავს, 25 ივნისს ქუთაისში – ისრაელს შეხვდება, ხოლო 28 ივნისს, ისევ ბათუმში – გერმანიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ინგლისი კვლავ საქართველოში ითამაშებს.