U21 I ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ბელგიის U21 საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკი მატისენმა ევროპის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ბელგიელები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზებენ და თავიანთ შეხვედრებს თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონსა და „დინამო არენაზე“ გამართავენ.
ბელგიის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მაქსიმე დელანგე („კიერსე“), სენე ლამენსი („ბრიუგე“), მაარტენ ვენდევოორტი („გენკი“).
მცველები: ამეენ ალ-დახილი („ბარნლი“), ზენო დებასტი („ანდერლეხტი“), მაქსიმ დე კუიპერი („ვესტერლო“), კონი დე ვინტერი („ემპოლი“), ლუის პატრისი („ლუვენი“), ივუდ პლეტინქსი („ლუვენი“), უგო სიკე („სერკლი“), იგნასე ვან დერ ბრემპტი („ზალცბურგი“).
ნახევარმცველები: ოლივიე დემანი („სერკლი“), მანდელა კეიტა („ანტვერპენი“), რომეო ლავია („საუთჰემპტონი“), ელიოტ მატაზო („მონაკო“), ნიკოლას რასკინი („რეინჯერსი“), არტურ ვერმეერენი („ანტვერპენი“), ასტერ ვრანცკი („მილანი“).
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო („პსვ“), მიშელ-ანგე ბალიკვიშა („ანტვერპენი“), შარლე დე კეტელარე („მილანი“), ლარგი რამაზანი („ალმერია“), იორბე ვერტესენი („როიალ უნიონი“).
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ბელგიის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 21 ივნისს, „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებთან გამართავს. 24 ივნისს „დინამო არენაზე“ საქართველოს შეხვდება, ხოლო 27 ივნისს, ისევ „მიხეილ მესხზე“ – პორტუგალიას. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ბელგია კვლავ საქართველოში ითამაშებს.