U21 | ბელგიელები ნიდერლანდების ნაკრებთან მიღწეული შედეგით იმედგაცრუებულნი დარჩნენ #1TVSPORT
U21 | ბელგიელები ნიდერლანდების ნაკრებთან მიღწეული შედეგით იმედგაცრუებულნი დარჩნენ #1TVSPORT

ევრო 2023-ზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ჯგუფში ბელგიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდების თამაში 0:0 დასრულდა.

ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებისა და „ანტვერპენის“ თავდამხმელის, მიშელ-ანჟ ბალიკვიშას თქმით, ბელგიელები ნიდერლანდების ნაკრებთან მიღწეული შედეგით იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

„პირველ შეხვედრაში მხოლოდ ქულის მოპოვებამ იმედგაცრუებულნი დაგვტოვა, რეალური საგოლე შანსები გვქონდა, მაგრამ ნიდერლანდების ნაკრები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა.

ასეთია ფეხბურთი, ამას უნდა შევეგუოთ და წინ ვიყუროთ. საბოლოო შედეგის მისაღწევად ეს ფრეც არაა ცუდი. ახლა მეორე მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება, რომელმაც პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სამი ქულით ჯგუფის ლიდერია“, – განაცხადა ბელგიელმა თავდამსხმელმა.