U15 I უეფა-ს განვითარების ტურნირზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
U15 I უეფა-ს განვითარების ტურნირზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევანში გამართული უეფა-ს განვითარების თასის ბოლო მატჩში მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა. საქართველოს ნაკრების კარი ჰაიკ სტეფანიანმა აიღო. მატჩის მიწურულს მეტოქეს ინდივიდუალურად სახიფათოდ უტევდა ნიკოლოზ გოლავა, თუმცა მისი ეფექტური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

სომხეთი U15 – საქართველო U15 1:0

გოლი: 1:0 სტეფანიანი (85)

საქართველოს U15: კუპატაძე, კატკოვი, შათირიშვილი, ქობულიძე (80 მარსაგიშვილი), დიაკონიძე, კაკაშვილი, ჯაბუა (60 ბულია), ჭეხანი, ნიჟარაძე, კვიჟინაძე (30 სამხარაძე (75 კვირკველია)), დიხამინჯია (46 გოლავა)

სათადარიგოები: ჩოჩოშვილი, შენგელია, ლორია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი

გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირზე ორი მატჩი წააგო, ერთი მოიგო და ასპარეზობა სამი ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ერთადერთი შეხვედრა კვიპროსის ნაკრებს მოუგო (2:1), რომელმაც ბოლო ტურში ლატვია 1:0 დაამარცხა და ექვსი ქულით განვითარების ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხუთი ქულით მეორე ადგილზე ლატვია გავიდა, მესამეზე სომხეთია (ოთხი ქულა).