ტყვიავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ტყვიავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

შვიდი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში.

თვითმხილველთა განცხადებით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ოპელისა“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.

დაშავებულთა ნაწილი გორის ჰოსპიტალში, ნაწილი კი „გორმედში“ გადაიყვანეს.

მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის, „გორმედში“ მოთავსებული 21 წლის გოგოს მდგომარეობა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გოგონას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.