ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, სიდნეი კვამლით დაიფარა
ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, სიდნეი კვამლით დაიფარა

ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, სიდნეი კვამლით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომელიც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხის გაუარესებას აუწყებს, სწორედ ამიტომ გარკვეულ რეგიონებში რეკომენდებულია პირბადეებით გადაადგილებაა. ავსტრალიის უდიდეს ქალაქ, სიდნეიში ხუთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

„ბიბისის“ ცნობით, ანალოგიური ვითარებაა ადელაიდაში. აღნიშნული ქალაქი სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარეობს. როგორც ავსტრალიის ხელისუფლება იუწყება, სიდნეისა და ადელაიდაში მსგავსი ვითარება შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან. სტიქიას უკვე ექვსი ადამიანი შეეწირა. როგორც ცნობილია, მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება გვალვისა და ძლიერი ქარის გამო უჭირთ.

დატოვე კომენტარი