ტყის ხანძრის გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტყის ხანძრის გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტყის მასივებში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საგანგებო რეჟიმი შტატისთვის ფედერალური, ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა.

ამ დროისთვის სტიქიამ 20 ათასამდე ჰექტარი მოიცვა. ხანძარი ლოკალიზებულია მხოლოდ ფართობის 5%-ზე. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 12 ათასზე მეტი მცხოვრები. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანი მეხანძრეა.