ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევაკუირებულია საბერძნეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფლები, ვილია და პროფიტის ილიასი. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 85 მეხანძრე, 13 ვერტმფრენი და 13 თვითმფრინავი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ათენთან, აღნიშნულ რაიონში გასულ კვირას 9 ჰექტარზე მეტი ფართობის ფიჭვის ტყე დაიწვა.

აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ხანძრის 500 მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

დატოვე კომენტარი