ტყის ხანძრის გაჩენის გამო, იტალიაში ორი სტუდენტი 13 მილიონი ევროთი დააჯარიმეს
ტყის ხანძრის გაჩენის გამო, იტალიაში ორი სტუდენტი 13 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის 30 დეკემბერს, 22 წლის სტუდენტები ტყეში ერთ-ერთი სტუდენტის სახლში იმყოფებოდნენ, სადაც ცეცხლი დაანთეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტყეს მოედო. ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც 1 000 ჰექტარი დაიწვა.
ერთ-ერთი სტუდენტის ადვოკატი ამბობს, რომ ეს სასჯელი არარეალურია, რადგან სტუდენტებს ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ სასჯელი არის გზავნილი, რომ მოსახლეობა უფრო ყურადღებით იყოს და გაუფრთხილდეს გარემოს.