ტყის ხანძრების გამო, ციმბირის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტყის ხანძრების გამო, ციმბირის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტყის მასშტაბური ხანძრების გამო, ციმბირის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობაა კრასნოიარსკის და ირკუტსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე და ნაწილობრივ ბურიატიაში. ხანძრის მასშტაბურად გავრცელების გამო, კვამლი ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის, ალექსანდ ჩუპრიანის განცხადებით, ხანძარმა ტაიგაში თითქმის სამი მილიონი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა და მაშველებმა 500-ზე მეტი კერა აღმოაჩინეს. დასახლებულ პუნქტებსა და ეკონომიკურ ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა კვამლი რამდენიმე სოფელსა და ქალაქზე გავრცელდა.