ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია
ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის შვიდი კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხს, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემო ქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.

ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1 000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აცხადებენ უწყებაში.