ტყიბულში შელაპარაკებისას ერთი ადამიანი დაშავდა
ტყიბულში შელაპარაკებისას ერთი ადამიანი დაშავდა

ტყიბულში შელაპარაკებისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც წყლის არხში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მან მხარი რკინის მავთულზე დაცემის შედეგად დაიზიანა.

დაშავებული ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მას მსუბუქი დაზიანება აქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს.