ტყიბულში საჯარო დაწესებულებებთან დროშები დაუშვეს
ტყიბულში საჯარო დაწესებულებებთან დროშები დაუშვეს

ტყიბულში საჯარო დაწესებულებებთან დროშები დაუშვეს. ტყიბული ოთხ დაღუპულ მეშახტეს გლოვობს. პოლიციის შენობაში დაკითხვაზე ამ დრომდე რჩებიან კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეშახტეები.

ტყიბულში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალიას და შრომის ინსპექტორებს ელოდებიან.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.