ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე მუშების დაღუპვაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე მუშების დაღუპვაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებისას კარიერზე მუშების დაღუპვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დასაქმებულთა ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი მის დასახმარებლად ჩავიდა და ჟანგბადის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო.

გარდაცვლილები 27 წლის და 60 წლის ასაკის მამაკაცები არიან.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში. ორი მუშა დღეს დილით დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.