ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქციას „გაერთიანებული პროფკავშირები“ შეუერთდა
ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქციას „გაერთიანებული პროფკავშირები“ შეუერთდა

ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქციას გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდა, თუმცა  მათი პოზიციები განსხვავებულია.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ დოლაბერიძეს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადაყენება შახტში მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. მისი თქმით, აუცილებელია შახტების დროებითი კონსერვაცია, ადგილზე ექსპერტების ჩართვა და სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლება.

დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღდგეს მუშაობა შახტში, მანამდე კი დასაქმებულებს ხელფასების ანაზღაურების გარანტია უნდა მიეცეთ. მისივე თქმით, ტყიბულში უნდა დაიწყოს პარალელურ რეჟიმში სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა.

შეგახსენებთ, მეშახტეებმა​ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის და სხვა პასუხისმგებელი პირების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.