ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება.

მეოთხე დღეა 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს.

გაფიცულები კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მთავარი მოთხოვნა კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაა.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, მაღაროში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

მეშახტეები დღეს ძიძიგურის მაღაროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მინდელის მაღაროსთან მსვლელობით გადაინაცვლეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ.