ტყიბულში მეშახტეების აქცია დასრულდა
ტყიბულში მეშახტეების აქცია დასრულდა

მეშახტეთა საპროტესტო აქცია ტყიბულში დასრულდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დილით, 10 საათზე გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს შეხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები.

მეშახტეები ჯაყელის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერევა ამ საკითხების მოგვარებაში, პროცესები უმართავი გახდება და ჩვენ ცენტრალურ ავტომაგისტრალს გადავკეტავთ”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.