ტყიბულში გაფიცული მეშახტეები აქციას ხვალ დილიდან განაახლებენ
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები აქციას ხვალ დილიდან განაახლებენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცული მეშახტეები აღარ იმყოფებიან. მათი განცხადებით, ხვალ 09:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობა, მეშახტეები და პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან.

საკონსულტაციო საბჭო რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და მისი მთავარი მიზანია დასაქმებულების ჩართულობის გაზრდა კომპანიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის გაფიცულია მინდელის სახელობის შახტის 500-ზე მეტი თანამშრომელი, რის გამოც შახტში სამუშაოები შეჩერებულია. მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი