ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

18:25, 14.09.2018

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიკროავტობუსი, რომელიც ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათის მიმართულებით მიდიოდა, გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად მგზავრები დაშავდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი