ტყიბულის შახტის ექვს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტყიბულის შახტის ექვს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტყიბულის შახტის ექვს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000 ლარს ითხოვდა.

გამოძიება  დაკავებულებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორიდან  ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, გამოძიებამ ბრალი ექვს პირს წაუყენა. ესენი არიან: შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი მამული კუბლაშვილი, უბნის უფროსი  მურადი აბულაძე, მოადგილე  ტარიელ აბესაძე და თანაშემწე  გოჩა ქასრაშვილი.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.