ტყიბულის მერიის თანამშრომელი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ტყიბულის მერიის თანამშრომელი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზ.ვ. დააკავეს. ფაქტს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძეც ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ზ.ვ. ტყიბულის მერიაში 2012 წლიდან მუშაობს.