Twitter-ის ხელმძღვანელი აშშ-ის კონგრესში გამოკითხვაზე დაიბარეს
Twitter-ის ხელმძღვანელი აშშ-ის კონგრესში გამოკითხვაზე დაიბარეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტში კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი დაიბარეს.

CNN-ის ინფორმაციით, კომიტეტმა დორსი სოციალური ქსელის ალგორითმის მუშაობის შესახებ უნდა გამოკითხოს.

კომიტეტში სურთ გაიგონ, როგორ აკონტროლებს Twitter-ი ინფორმაციას, რომელიც სოცქსელში ქვეყნდება.