თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე განიხილება
თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე განიხილება

თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე განიხილება.

ინფორმაცია დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაადასტურა. იგი დღეს ქართული ოცნების ბათუმის ოფისში ამ საკითხზე აჭარის ორგანიზაციის ლიდერებს ხვდება.

პარტიული შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, იქნება ახალი სისხლი და სახეები. რიგგარეშე არჩევნებში ვახტანგ ბერიძე იქნება ჩვენი კანდიდატურა“, – განაცხადა რიჟვაძემ.