თვითმხილველები ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე საუბრობენ

15:51, 01.12.2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე თვითმხილველები საუბრობენ.

როგორც ხორავას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, სკოლის მოსწავლეები ხორავას N4-ში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან იყვნენ შეკრებილი.

ადგილობრივების თქმით, მათ გაიგონეს ჩხუბის ხმა. დაინახეს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლე ქუჩაში გარბოდა.

ამასთან, თვითმხილველები პირველ არხთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ორივე დაჭრილი არასრულწლოვანი ერთი სკოლის მოსწავლეა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ხორავას ქუჩაზე დღეს ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მსგავსი