თვითმფრინავი, რომელშიც მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა
თვითმფრინავი, რომელშიც მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა

„American Airlines”-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი, ქრისტინ ლაგარდი იმყოფებოდა, ავარიული დაშვება განახორციელა.

თვითმფრინავი ბუენოს-აირესიდან აშშ-ში მიემართებოდა, თუმცა სალონში ჰერმეტულობის დარღვევისა და საწვავის დანაკარგის გამო, მფრინავი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქრისტინ ლაგარდი ბუენოს აირესში დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იმყოფებოდა.