თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, წალენჯიხის მცხოვრები პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, წალენჯიხის მცხოვრები პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

​კორონავირუსთან დაკავშირებული თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას წალენჯიხის მერიაში ადასტურებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცი საფრანგეთიდან არის ჩამოსული. მან რამდენჯერმე დაარღვია თვითიზოლაციის წესი, რის გამოც, სამართალდამცველები და მედიკოსები გამოიძახეს. მამაკაცი საკარანტინე პერიოდს მახინჯაურში გაივლის.