თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, რუსთავში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, რუსთავში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, რუსთავში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იძულების წესით კარანტინში გადაიყვანა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოში 12 მარტს, ჰოლანდიიდან ჩამოვიდა.

ის თვითოზოლაციის წესების დაცვის პირობით, ეკიპაჟმა აეროპორტიდან სახლში მიიყვანა.

მამაკაცი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, ამბობს, რომ ეზოში რამდენიმე წუთით ჩავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტია გამოვლენილი.