თვითიზოლაციის დარღვევის გამო ტყიბულში პირს 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თვითიზოლაციის დარღვევის გამო ტყიბულში პირს 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თვითიზოლაციის დარღვევის გამო, ტყიბულში პირს 3 000-ლარიანი​ ჯარიმა დაეკისრა და იძულების წესით გადაიყვანეს კარანტინში. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმერეთში 515 პირია.

იმერეთის რეგიონში არსებული კარანტინებიდან წუხელ ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამპვლენის გამო ოთხი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საჩხერის კარანტინში 53 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინში იმყოფება 215 მოქალაქე, სასტუმროდან წყალტუბო პლაზაში ოთხი პირი კორონავირუსისთვის დამახასიათეებლი სიმპტომებით გადაიყვანეს და ახლა კარანტინში 90 პირია.

წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 13 მოქალაქეა. ხუთი მათგანი დატოვებს დღეს კარანტინს ვადის გასვლის გამო და დაახლოებით შუადღეზე სასტუმროში 70 ახალი პირი შევა. ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან მარნეულის მკვიდრი 26 ადამიანი ხარაგაულში და 28 თერჯოლაში.

დატოვე კომენტარი