თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0). ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები. მივმართავთ ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს, დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესი. დაგვიკავშირდით, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში!“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.