თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 14:00 საათზე ეწურებათ
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 14:00 საათზე ეწურებათ

დღეს, 14:00 საათზე იწურება ვადა იმ ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და გადასატანი ყუთით სარგებლობა უნდათ.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცხელ ხაზზე ზარების მიღება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში მყოფმა იმ ამომრჩევლებმა, რომლებსაც გადასატანი ყუთით მომსახურების სურვილი აქვთ, ცესკო-ს ცხელ ხაზზე +995 32 251-00-51 (0) დღეს, 14:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს, როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მიმართონ ცესკო-ს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.