„ტვიტერმა“ წაშალა 130 ანგარიში, რომელთა საშუალებითაც, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების დროს საჯარო დისკუსიაზე ზემოქმედებას ცდილობდნენ
„ტვიტერმა“ წაშალა 130 ანგარიში, რომელთა საშუალებითაც, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების დროს საჯარო დისკუსიაზე ზემოქმედებას ცდილობდნენ

„ტვიტერმა“ წაშალა 130 ანგარიში, რომელთა საშუალებითაც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების დროს საჯარო დისკუსიაზე ზემოქმედებას ცდილობდნენ.

სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიშები ირანიდან იყო მართული. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერს“ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მიაწოდა.

ანგარიშების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ წაშალა 350 ანგარში, რომელთაც სავარაუდოდ რუსეთის სადაზვერვო სამსახური, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა.