„ტვიტერი“ და „ტელეგრამი“ იუწყებიან, რომ ბელარუსში ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ზღუდავენ
„ტვიტერი“ და „ტელეგრამი“ იუწყებიან, რომ ბელარუსში ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ზღუდავენ

„ტვიტერი“ და „ტელეგრამი“ იუწყებიან, რომ ბელარუსში ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს ზღუდავენ.

როგორც მიკრობლოგ „ტვიტერის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ დააფიქსირეს ბლოკირების რამდენიმე მცდელობა.

„ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანოა. ეს არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ღია ინტერნეტის პრინციპს“, – ნათქვამია „ტვიტერის“ განცხადებაში.

ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ სოციალურმა ქსელმა ბელარუსში ცენზურის საწინააღმდეგო ყველა ინსტრუმენტი ჩართო, რათა სოციალური ქსელი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

შეგახსნებთ, ბელარუსში აქციები მეორე დღეა, არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და მეექვსედ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.