თვალში რაღაც მაქვს - ლინეკერმა უკრაინელი გოგონას სიმღერაზე ცრემლები ვერ შეიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, გარი ლინეკერი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც უკრაინელი გოგონა თავშესაფარში მღერის.
„თვალში რაღაც მაქვს“, – დაწერა 61 წლის ლინეკერმა საკუთარ ტვიტერზე პოსტში. როგორც ჩანს, უკრაინელი ბავშვის სიმღერაზე ინგლისელმა ლეგენდამ ცრემლები ვერ შეიკავა.
ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი დღეს სპორტული ტელეწამყვანია. იგი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ თავდამსხმელად. მისი მედია-კარიერა დაიწყო BBC-ზე, სადაც 1990-იანი წლების ბოლოდან პოპულარობით სარგებლობდა საფეხბურთო პროგრამა „დღის მატჩი“. ლინეკერს BBC-ს პირდაპირ ეთერში ასევე მიჰყავს საფეხბურთო მატჩები და საერთაშორისო ტურნირები. ასევე მუშაობდა Al Jazeera Sports-ში, Eredivisie Live-ში, NBC Sports Network-ში და BT Sport-ში, აშუქებდა ჩემპიონთა ლიგას.