„ტვ პირველთან“ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული
„ტვ პირველთან“ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული

„ტვ პირველის“ შენობასთან და ტელეკომპანიის მიმდებარე ქუჩებზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიცია ტელევიზიასთან სავარაუდოდ მათ დასაცავად არის მობილიზებული.

„ტვ პირველის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ვარაუდით, ტელევიზიასთან მისვლას და მათი საქმიანობის ადგილზე გაპროტესტებას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.