„ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
მათ კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.