„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს.
არხის ცნობით, ოპერატორი აქციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შავნიღბიანმა პირებმა აიყვანეს.
ამასთან, „ტვ პირველი“ ავრცელებს შემთხვევის დროს თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს.