„ტვ პირველის“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო
„ტვ პირველის“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო

„ტვ პირველის“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო.

დღევანდელი სასამართლო სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, პროცესის გადადების საკითხზე მხარეები ერთი საათის განმავლობაში კამათობდნენ.

„ტვ პირველის“ ადვოკატი ქეთევან ზანდუკელი სხდომის გადადებას იმ არგუმენტით ითხოვდა, რომ მომჩივანი მხარის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება მას არ გადასცემია. მოსამართლემ ამ მტკიცებულების გაცნობა ადვოკატს ადგილზე შესთავაზა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო „ტვ პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეომტკიცებულებას სრულყოფილად ვერ გაეცნობოდა.

მოსამართლე და კახა კალაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პროცესის გადადების საფუძვლებს ვერ ხედავდნენ.

მომჩივანმა უკან გაითხოვა საკუთარი მტკიცებულება, რის შემდეგაც მხარეებს შესავალი სიტყვების თქმა მოუწიათ და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიც დღესვე დასრულდა.

„ტვ პირველის“ ადვოკატის შეფასებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის განწყობა გამოჩნდა, კალაძის ადვოკატის თქმით კი, მოპასუხემ მტკიცებულებები ვერ წარადგინა,  რას ემყარებოდა მაია მამულაშვილის განცხადება.

21 ნოემბერს მხარეთა პაექრობა იგეგმება და შესაძლოა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს.