თუთუნის დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მომდევნო კვირაში დაამტკიცებს
თუთუნის დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მომდევნო კვირაში დაამტკიცებს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს და დადგენილი პროცედურების შემდეგ ძალაში შევა.

წარდგენილი დოკუმენტით, თამბაქოს ნედლეულზე წესდება 60-ლარიანი გადასახადი – ერთ კილოგრამზე.

კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.