თუშეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
თუშეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

თუშეთში, სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა.

ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა, რა დროსაც სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ერთი მგზავრი. 16 წლის გოგოს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.