თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14:22, 20.05.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თუშეთისკენ მიმავალი გზა, ყოველწლიურად შემოდგომაზე იკეტება და გვიან გაზაფხულზე იხსნება.

მსგავსი