თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება
თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია.

რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისგან საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში, კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასა რამდენჯერმე ჩამოვიდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.