თუშეთის გზაზე ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
თუშეთის გზაზე ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამაშველო ოპერაცია ცუდი ხილვადობის გამო დროებით შეწყდა. ზვავის ქვეშ მოყოლილი 62 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან ისევ განახლდება.

ზვავიდან გამოყვანილი 55 წლამდე მამაკაცი კი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს დღეს ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სამაშველო ეკიპაჟი იმყოფებოდა, როგორც კახეთის სამმართველოდან, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან.