თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
09:32, 12.11.2025
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებენ.
ადგილზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.