თურქული სამხედრო ძალების ავღანეთში ყოფნას დაჯგუფება „თალიბანი“ ეწინააღმდეგება
თურქული სამხედრო ძალების ავღანეთში ყოფნას დაჯგუფება „თალიბანი“ ეწინააღმდეგება

დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან თურქული სამხედრო ძალების ყოფნას ავღანეთის ტერიტორიაზე, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.

„თურქეთის გადაწყვეტილება დაუფიქრებელია, ეს არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. „ისლამური საამირო“ („თალიბანის“ მმართველი სისტემის თვითსახელწოდება) მკაცრად გმობს თურქეთის ამ ნაბიჯს და თვლის, რომ აღნიშნული თურქ და ავღანელ ხალხს შორის პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენი პოლიტიკა უცვლელია – ვცდილობთ პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას ყველა ქვეყანასთან. ჩვენ არ ვერევით სხვების საშინაო საქმეებში და არავის მივცემთ ჩვენს საქმეებში ჩარევის უფლებას“, – ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ავღანეთის ტერიტორიაზე რაიმე საბაბით ნებისმიერი სახელმწიფოს დარჩენა ოკუპაციად იქნება აღქმული.