თურქული მხარე ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით შეშფოთებულია
თურქული მხარე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის განცხადებით შეშფოთებულია. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ფაჰრეტუბ ალთუნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობას პოლიტიკური თამაშისთვის იყენებს. მინისტრის თქმით, მისი ინფორმაციით, ფრანგული მხარე არ ფლობს ჩანაწერებს, რომელზეც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყნას გადაეცა, მათ შორის საფრანგეთსაც.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა მართლაც მიიღო.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. თურქული მხარის მტკიცებით ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. შენობაში ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს ერ რიადიც აღიარებს.