თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის საბაჟოსთან ხუთკილომეტრიანი საცობია

სარფის საბაჟოსთან ხუთკილომეტრიანი საცობია. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენ თურქი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, სატვირთო ავტომობილების რიგი ხოფასა და ქემალფაშამდე გრძელდება.

თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საბაჟოსთან მანქანების გრძელი რიგი, საქართველოს მხარეს პროცედურების შეფერხებამ გამოიწვია.

ამასთან „სი-ენ-ენ თურქის“ ინფორმაციით,  ექსპორტიორებს თვის ბოლოს ვალდებულებების დაფარვა სურთ, რის გამოც საბაჟოსთან რიგები ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება.

მედიის ცნობით, ასევე, თურქი მებაჟეები აცხადებენ,  რომ შეფრეხება ახალი წლისა და შობის მოახლობას უკავშრდება.

თურქულ მედიაში განმარტავენ, რომ თურქეთის მთავრობა ქართველ მებაჟეებთან მუდმივ კონტაქტზეა და რიგების პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

დატოვე კომენტარი