თურქული მედიის ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გეგმავენ, რადგან ეს პრობლემას ვერ გადაჭრის
თურქული მედიის ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გეგმავენ, რადგან ეს პრობლემას ვერ გადაჭრის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორც ჩავუშოღლუმ ანტალიაში მიმდინარე ფორუმზე აღნიშნა, თურქეთი პოზიციას არ ცვლის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს.

„მიგვაჩნია, რომ სანქციები პრობლემას ვერ გადაჭრის. განსაკუთრებით უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იცვლება. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, ​თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ თურქეთს არ აქვს განზრახვა, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.