თურქული მედიის ინფორმაციით, იდლიბში რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვების შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
თურქული მედიის ინფორმაციით, იდლიბში რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვების შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის იდლიბის რეგიონში რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ დაბომბვებს 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფზე დაყრდნობით, თურქული მედია წერს, რომ ავიაიერიში დეესკალაციის ზონაში, ქალაქ მაარათ მისრინში განხორციელდა. დაბომბვის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო კიდევ 18-მა ადამიანმა.

საჰაერო შეტევის შემდეგ ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. პარალელურად, იდლიბის რეგიონში ოპერაციას აგრძელებს თურქეთის არმია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24-საათში სირიის სამთავრობო არმიის ოთხი ტანკი, ხუთი სარაკეტო სისტემა, რვა სამხედრო ავტომობილი და სამი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა განადგურდა. თურქეთის თავდაცვის უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ბოლო 24 საათში სირიის არმიის 184 ჯარისკაცი განეიტრალდა.

რუსეთი სირიის ხელისუფლებას უჭერს მხარს, თურქეთი კი – ამბოხებულ ოპოზიციას.